Mallorca – die Auswirkungen der Tourismusindustrie und die brillanten Bruchstücke der Ursprünglichkeit
დიდი სათაური კი გამომივიდა, მაგრამ ამ ორ ხაზს მინდა გავყვე და ამიტომაც გვერდი ვერ ავუარე ვერც ერთს. ერთის მხრივ ტურიზმის ინდუსტრიას, რომლის წარმომადგენელი მეც ვარ. და მეორეს მხრივ დედამიწაზე, იმ ადგილების მონახულების სურვილს, რომლებიც ყველაზე მეტად ინახავენ საუკუნეებს, ბუნების მისტიკას და ასე გაცრეცილი სიტყვის კულტურის სხვადასხვა მნიშვნელობას.
სანამ ჩემს მეორე მოგზაურობზე მოგიყვებით, მინდა მთავარზე გითხრათ ერთი-ორი სიტყვა.
კუნძულს, რომელზედაც ამ წუთებში ვარ, და რომელზეც მინდა მოგიყვეთ, ეწოდება Mallorca. მაიორკინები გამოთქვამენ ორმაგ ლასს, „ll“-ს როგორც დაჩქარებულ „ იო“-ს და ამის გამოც, ამ კუნძულუკას, ჩემი ფონეტიკით „მაიორკა“ და არა „მალიორკა“ ჰქვიან.

კუნძულუკაც კიდევ არა რა, მაიორკა ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს შორის სიდიდით მე-7 და ესპანეთის კუნძულებს შორის პირველ ადგილზეა. მისი ფართობი გადაშლილია 3.603,7155 კვადრატულ მეტრზე და ამ ფართობის ნაწილი, მაიორკის ქერა სანაპიროები 550 კვადრატულ მეტრს მოიცავენ. სწორედ ისინი ქმნიან გზას, სტაფილოსფერი მზისკენ და ზურმუხტისფერი წყლისკენ.

მაიორკაზე განსაკუთრებით კარგი სეზონი, სეზონის გარეთაა. აპრილი-მაისი ან სექტემბერი-ოქტომბერი. ტემპერატურა, რომელიც გუგლმა დაგვიანონსა და ჯერჯერობით თავის სიტყვას ასრულებს 17/20 გრადუსია. ღამით რათქმა უნდა ცივდება, მაგრამ მთავარი აქ მაინც დღისით ხდება.

ჩევნი არჩეული სანაპირო მაიორკის ჩრდილო აღმოსავლეთით, კან პიკაფორტზე ძევს. Can Picafort-ი ადრე მეთევზეების სოფელი იყო და ახლა ტურისტებისთვის სპორტის, განსაკუთრებით მთის ველოსპორტის, აქა-იქ სანახაობების, უგემრიელესი ზღვის პროდუქტების რესტორნების და ზღვის და მზის ადგილია. კან პიკაფორტი ადმინისტრაციულად სანტა მარგარიდას დასახლებას ეკუთვნის, რომელშიც 120.00-მდე მაიორკინელი ცხოვრობს. ამ ადგილს რომაელებმა ჰერო დაარქვეს და არაბებმა აბენმააქსბარი.

მაიორკას საოცრება მარტო ხმელთა შუა ზღვის სანაპიროები არაა, არამედ ზღვის და მთის კომბინაცია. საოცრებაა ზუსტადაც, წყალზე გადაწოლილი მთები, რომლებიც კუნძულის ლანდშაფს, ზოგჯერ ქვის ლოდებით და ზოგჯერ წიწვოვანი ტყეებით მკლავებში იქცევს. ორი დიდი მთის კოპილაციებს ჰქვიათ სერა დე ტრამუნტანა (Serra de Tramuntana) და სერეს დე ლავანტ (Serres de Lavant) .

ჩვენი სანაპიროც ზუსტად ასეა. მე ვხედავ მთებს, რომლებიც ამ ყურეს გარს ეხვევიან და იცავენ, როგორც წყლის დინოზავრები, დაბერებულნი, დაკოჟებულნი, მაგრამ მაინც დინოზავრები, აი, უცებ რომ ცეცხლი შეიძლება მოგაფრქვიოს, ისეთები. გუგლ მეპმა როგორც მითხრა, მარჯვენა დინოზავრს ჰქვია სერა დე გაბელი და მარცხენას, რომელსაც ამ ყურედან ვხედავ კაპ ფარუქს.

მაიორკა, პატარა კუნძულია და ერთ კვირაში წესით ყველა სანახაობა შეიძლება მოინახულო. რადგან ჩვენი რეგიონი დავათვლიერეთ და მანქანა ვიქირავეთ, მესამე დღეს დავადექით ახალ გზებს. გზებს, რომლებიც სანამ მიზანს მიაღწევ, წინ გეფინებიან, როგორც სიმშვიდის, მუდმივობის და სუბტროპიკების ელჩები.

შემდეგი გაქცეული გაჩერებები იყვნენ ალქუდია და პოლენსა. გაცეული, იმის გამო, რომ ადრე მანდ ვისვენებდით და დიდი ხნის პაუზის გაკეთება არ გვინდოდა, მაგრამ რამოდენიმე ფოტო მაინც გადავიღე, რადგან ორივე უძველესი ქალაქია და მინდოდა უცებ მაინც მეხსენებინა. ალქუდიას, როგორც ბევრ სხვა ქალაქს და ადგილს ესპანეთში, არაბული სახელი ქვია. Al-Qudya („ბორცვი“ ან „გორაკი“) და ის პოლენცასთან ერთად რომალების და არაბების კულტურას ატარებს. რომაელები 50 წელი ცხოვრობდნენ პოლენცაში და რა თქმა უნდა მათ თავიანთი არტეფაქტებიც დაგვიტოვეს. მათ ააგეს ცენტრალური ფორუმი, სახელოსნოები, სავაჭრო ცენტრები და რათქმა უნდა თეატრი. ალკუდიაში ერთი საეკლესიო პროცედურის სამზადისი ვნახეთ. ზუსტად ქალაქის მთავარ სიმბოლოსთან, სან ჟაუმეს ეკლესიასთან (Sant Jaume d’Alcúdia).

სან ჟაურმე, კიდევ იმიტომ ჰქვია, რომ 1229 წელს, ჟაუმე I-ის შემოსვლამ და ქალაქის არაბებისგან დახსნამ მისცა ალქუდიას ახალი სახე. და ეს პროცესიაც ეკლესიის მიმართულებით, რაღაც არქაულს ატარებდა, რომელიც ამ მიდამოებში, მიხუდედავად ყველაფრის წამლეკავი ტურისტების შემოსევისა, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.

მთებს გავუყევით და პოლენცას გადმოვხედეთ. საოცარი ლოდები ტრამუნტანას მთებიდან ზღვაში იდგნენ, როგორც საუკუნეები.

სადღაც შუადღისთვის ერთ საოცარ ყურეში შევცურეთ. აქ იყო ფეშენებული სასტუმრო, ალბათ ვიაპებისთვის, რომლებიც არ კვდებიან. სასტუმროს სანაპირომ, დიდმა ტურისტულმა კომპლექსმა და ზედმეტად დაკონსერვებულმა სილამაზემ განვგვიზიდა და გზა გავაგრძელეთ.

ამის შემდეგ განვეწყვეთ ახალი აღტაცებისთვის და რა თქმა უნდა, მივადექით კალა სან ვინჩენცს (Cala Sant Vicenç ) და მის მოზღაპრო სანაპიროებს. აქ ადრე ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო ტურისტები ბევრად ვერ ამოდიოდნენ, რაც ამ ეტაპზე სამწუხაროდ, დაჩქრებული ტემპით შეიცვლება. ამ საოცარ ადგილებში აშენებენ მონსტრ ჰოტელებს, სადაც ჩამოვლენ მონსტრი, მზეს დამშეული ევროპელები და გაჭედავენ კანალიზაციას, დაყრიან პლასტმასის ნაგავს და ააფორიაქებენ ფიფქიას, რომელსაც ტკბილად სძინავს. მარტო ამ სანაპიროების სახელებია პოეზია. Cala Carbó, Cala Molins, Cala Clara und Cala Barques.






ნახევარ საათიანი გზის შემდეგ, შემოცურდა ჩვენი ხედვის ჰორიზონტზე ვალდემოსა. მთებზე შეფენილი ქალაქი. მხატვრების, მწერლების და სხვა მუზებზე მონადირე ადამიანების საყვარელი ადგილი. ქალაქი, სადაც შოპენს და ჟორჟ სანდს ერთმენეთი უყვარდათ.


ვალდემოსას ქუჩებში, ფორთოხლის და ლიმონის ხეები, მსუქანი კატები და საოცრად გამომაფხიზლებელი ყავის და ყვავილების სუნი მარტო არსად გტოვებენ.








გავხედეთ ვალდემოსას ბოლოს და გავაგრძელეთ გზა დეიასკენ. იქ დამეზარა ფოტოებს გადაღება, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ მაიორკა დეიას უნახავად არ უნდა დატოვოთ.

ლელა ჩილინგარიშვილი
04. 2019 წელი