Ist die Unberechenbarkeit der Sinn des Lebens? არის მოულოდნელობა ცხოვრების აზრი?

Am Donnerstag fiel ich vom Stand Up Paddling Brett herunter. Ich habe meinen Kopf an der Leiter des Bootes angestoßen und bin in die Tiefe des Wassers gefallen. Dort überholte mich noch das Paddel, und ich spürte noch einmal Schmerz am Kopf. Das war alles schockierend und schmerzend. Als ich aus dem Wasser rauskam, legte ich mich hin. Ich dachte nach, dass innerhalb einer Viertelsekunde etwas passieren könnte. In meinem Gehirn, ein Stoß und alles könnte sich ändern.

Von solch einem Donnerstag ging ich am Freitag zu einer Performance Deep Web im Ostberlin gelegenem ehemaligen Heizkraftwerk, in dem Dimitri Hegemann 2006 einer der ältesten Klubs Berlins Tresor gegründet hatte.

Die Performance begann mit einem in der Dunkelheit hängenden Lichtball und Laserstrahl. Zwei Grundformen, Linie und Kreis haben einander verlängert, ergänzt, verändert, überquert und gebrochen in einer schnellen Bewegung, mit einer musikalischen Begleitung. Eine Linie und ein Kreis haben bald einen Körper bekommen, sie haben sich in einen Strahl und in einen Ball verwandelt. Die Beiden haben sich vermehrt, vergrößert, verkleinert, verbeugt, geblinkt, verkrümmt und die Änderung der Formen und Farben haben eine erstaunliche Transformation geschaffen.

Das alles sah wie die Entstehung der Welt aus dem Dunklen, aus dem Nichts, Schaffung Adams aus der Erde aus. Eine Schaffung aus dem voraussagenden Stoß der Molekülen. Diese Installation war ein ambivalenter Spiegel der Welt, welcher alle lebendigen, chemischen und physischen Prozesse reflektierte. 

Einerseits eine erklärliche, organisierte, geplante 175 Bälle führten von der Decke herab und andererseits konstruierte 12 Laserstrahlen beleuchteten die Bälle abwechselnd. Diese Abwechslung und das asynchrone Tempo der leuchtenden Bälle schafften neue Formen, neue Farben, neue Bewegungen und änderte die Räume und die Realitäten.

Als ich aus dieser Performance rauskam, habe ich begriffen, dass genau diese Unberechenbarkeit, welche genau aus der Planung hervorgeht, diese spontane Formen und Farben, plötzliche entstandene Wesen, in einer vorhergeplanten Zeit und dem Ort, nähert sich zum Sinn, nach dem wir immer suchen.

Der Sinn, der unsere Existenz und die Existenz der Erde der Zeit und des Raumes rechtfertigen vermag, wenn alles eine langweilige Form und Farbe bekommt. 

Der Sinn ist, dass alles was wir planen, in Strukturen einschliessen, ausrechnen ist tot, bis aus seinem Inneren nicht beginnt, aus dem Kosmos eingeleitete Chaos zu entstehen.

Wenn man es begreift, möchte man dieses Chaos anfassen, das Leben in ihrer Dynamik berühren, aber es rutscht in diesem Moment aus der Hand, das Chaos, wie ein toter schlüpfrigglatter Fisch, der in einer anderen Galaxie sofort auflebt und mit hochgestrecktem Schwanz herumhüpft.

Lela Chilingarishvili29.07.2019

ხუთშაბათს Stand Up Paddling-ის დაფიდან გადმოვვარდი. დავეჯახე გემის ხის კიბეს თავით და წყლის სიღრმისკენ წავედი, იქ კიდევ ნიჩაბი მომხვდა. სამკაოდ მტკივნეული იყო და მაშოკირებელი. წყლიდან ამოვედი და წამოვწექი. ამ დროს ვიფიქრე, რომ შეიძლება იმ წამის მეოთხედში რაღაც მომხდარიყო. ჩემი ტვინის შიგნით, ერთი შეჯახება და ყველაფერი შიეძლება შეცვლილიყო. 

აი, ასეთი ხუთშაბათიდან მივედი პარასკევს პერფორმანსზე „Deep Web“, აღმოსავლეთ ბერლინის ყოფილ ელექტროსადგურში, სადაც დიმიტრი ჰეგემანმა 2006 წელს, ბერლინის ერთ-ერთი ძველი და ცნობილი ტექნოკლუბი „ტრეზორი“ დაარსა. 

პრეფორმანსი დაიწყო ბნელ სივრცეში გაკიდებულმა სინათლის ბურთმა და ლაზერულმა სხივმა. ორი ძირითადი ფორმა, ხაზი და წრე ერთმანეთს ავსებდა, აგრძელებდა, ცვლიდა, კვეთდა და ტეხდა სწრაფ მოქმედებაში, მუსიკის რითმებთან ერთად. 

პირველად გამოსახულმა ერთმა ხაზმა და ერთმა წრემ მალევე შეისხეს ხორცი და გადაიქცნენ სხივად და ბურთულად. მერე გამრავლდნენ ბურთულები და სხივები. გადიდდნენ, დაპატარავდნენ, გადაიხარნენ, გადმოიხარენ, გაიბზიკნენ და გამოიბზიკნენ, აციმციმდნენ, აიკლაკნენ და ფორმების და ფერების ცვლილებებით საოცარი ტრანსფორმაციების შექმნა დაიწყეს. 

ეს ყველაფერი წააგავდა სამყაროს შექმნას არაფრისგან, სიბნელისგან ან ადამიანის შექმნას მიწისგან. შექმნას მოლეკულების არაპროგნოზირებადი შეჯახების შედეგად. ეს ინსტალაცია იყო ამბივალენტური სამყაროს სარკე, რაც ყოველი ცოცხალი და ქიმიური თუ ფიზიკური პროცესის რეფლექციას ქმნიდა.

ერთს მხრივ, ახსნადი, ორგანიზებული, დაგეგმილი 175 ბურთულა ეშვებოდა ჭერიდან და მეორეს მხრივ ასევე დაგეგმილი, 12 ლაზერული სხივი ანათებდა ამ ბურთულებს მონაცვლეობით. და ეს მონაცვლეობა და ბურთულების ასინქრონული ტემპი ქმნიდა ახალ ფორმებს, ახალ ფერებს, ახალ მოძრაობებს და ცვლიდა სივრცეებს და რეალობებს. 

ამ პერფორმანსიდან გამოსულმა მივხდი, რომ სწორედ ეს არაპროგნოზირებადობა, რომელიც წესით დაგეგმვიდან იბადება, ეს სპონტანური ფორმა და ფერი, უეცარი არსებების შემქმნა, წინასწარგათვლილ დროში და სივრცეში, იმ აზრს უახლოვდება, რომელსაც ჩვენ სულ ვეძებთ. 

აზრს, რომელსაც ჩვენი და დედამიწის, დროის და სივრცის არსებობა უნდა რომ გაამართლოს, როცა ყველაფერი მოსაწყენ ფორმას და ფერს იღებს.

აზრს, რომ ყველაფერი, რასაც ვგეგმავთ, სტრუქტურებში ვაქცევთ, გავთვლით არის მკვდარი, მანამ სანამ მისი წიაღიდან არ დაიწყება კოსმოსისგან ხელწაკრული ქაოსი. როცა ამას ხვდები, გინდება ამ ქაოსს შეეხო, სიცოცხლეს და მის დინამიკას ხელი შეავლო, და ის, ამ დროს, აუცილებლად ხელიდან გიძვრება, როგორც მკვდარი სლიპინა თევზი, რომელიც სხვის გალაქტიკაში ცოცხლდება და კუდაბზეკილი ხტუნავს.

ლელა ჩილინგარიშვილი

29.07.2019

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s