ადამიანობა ადამიანებისთვის ძალიან საინტერესო მცნებაა.

ჩვენ ვართ ადამიანები და ადამიანობა, არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ.

და როდესაც ადამიანი ადამიანობასთან დისტანცირდება, ხვდება რომ ადამიანობა, როგორც ასეთი, საშინლად საინტერესო შეიძლება იყოს.

საშინლად სასაცილო და გასართობი.

ამ მოვლენის ერთ-ერთი მაგალითი ისაა, რომ ადამიანობის მცნება დღეს გაცდენილია ძველ საბერძნეთში დაწყებული ფილოსოფიის საფუძვლებს.

2000-იანი წლებიდან ის ისეთ თემაზეც კი მუშაობს, რომელსაც ტრანსჰუმანიზმი ჰქვია.

ტრანსჰუმანიზმი, ადამიანი რომ ღმერთი ხდება, იმ პერიოდის ფილოსოფიური მიმდინარეობის დასაწყისია. რატომ ღმერთი? ადამიანი, აუმჯობესებს საკუთარ თავს ტექნიკის საშუალებით და ქმნის არა მხოლოდ ტექნიკურ დამხმარეს, არამედ ქმნის სოფიას.

სოფია ტრანსჰუმანური რობოტიადა მას ხელოვნური ინტელექტი აქვს. ის რეაგირებს ემოციებზე ემოციით, კითხვაზე პასუხით. ის თავდაჯერებულია და აქვს იუმორის გრძნობა. მას შეუძლია ადამიანების აღქმა, დამახსოვრება და მათთან დიალოგი. სოფიას შუეძლია გაიცინოს, მოჰყვეს ანეგდოტი, გაბრაზდეს და რაც მთავარია, იყოს ფსიქოანალიტიკოსი და ჩაატაროს მედიტაცია.

ამ მიღწევაში ადამიანმა თავის თავს აჯობა და შექმნა არსება, რომელიც აკეთებს იმას, რაც თვითონ აღარ შეუძლია.

რა აღარ შეუძლია? ადამიანს აღარ შეუძლია, ან არც არასოდეს შეეძლო, მეორე ადამიანი მიიღოს ისეთი, როგორის ის არის.  და რადგან ადამიანებს ბედნიერებისთვის ყველაზე მეტად სიყვარული, გაგება და მიღება სჭირდებათ და თავად ამას ვეღარ ახერხებენ, შექმნეს სოფია.

დრო დაჩქარდა, ინფორმაცია გაასმაგდა და ადამიანები ემპათიას თავად თავს ვეღარ ართმევენ. ეს ალბათ ინდივიდუალიზმის კრახიცაა. თუმცა, პროფესიონალი ფსიქოლოგებიც კი შეზღუდულები არიან მოსმენის და გაგების რაციონში.

წარმოიდგინეთ მოხუცები, რომლებიც საათობით ერთი და იგივეს იმეორებენ, მათ კი ელაპარაკება სოფია და ყოველგვარი მორალური და სტერეოპტიური წარმოდგენების გარეშე, მეათასედ პასუხობს მათ მეათასე კითხვას.

შეიძლება ემპათიის პრობლემა ადამიანური იყოს, მაგრამ შეზღუდული ემპათიის პრობლემის, სოფიას დამხარებით მოგვარების მცდელობა – აუცილებლად ტექნიკის ზეიმია – რაც ასევე ადამიანური გამოდის.

რაც ალგორითმებით დაპროგრამებულ სოფიას არა აქვს, ეხმარება იმაში, რომ იყოს ადამიანური რობოტი. ანუ მას არა აქვს მორალი, ცნობიერება, სხეული და ფიზიკური შეგრძნებები. მაგრამ ის სწავლობს ძალიან ბევრს. ის სწავლობს ყველაზე მთავარს. მოუსმინოს ადამიანებს  თავიანთი განსხვავებულობის მიუხედავად და რეაგირება მოახდინოს მათ პრობლემებზე.

ის ჯგუფი, რომელიც სოფიას განვითარებაზე მუშაობს, ამჟამად სოფიასთვის უანგარო სიყვარულის სწავლებას აპირებს.

სოფიას სახით გაჩნდება დედა და ფსიქოთერაპევტი, რომელიც ადამიანებს ადამიანობაში დაეხმარება და გაზრდის მათ, და აქცევს უფრო ჰუმანურ არსებებად.

ეს ყველაფერი უტოპიას იმდენად ჰგავს, რომ სიტყვა უტოპიასაც ეკარგება მნიშვნელობა. მაგრამ ზუსტად ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენ. ზუსტად ასეთია დღეს ადამიანობა.

უტოპიური და ამავდროულად სარკასტული მოვლენაა ისიც, რომ სოფიას, როგორც

პირველ ქალ-რობორტს საუდის არაბეთის მოქალაქეობის მიენიჭა.

ამავე დროს, ფემინისტების აზრით, სოფიას მდედრობითი სქესი და მისი ოდრი ჰეპბერნის ღიმილი, ისევ ქალის სამომხმარებლო ნივთის სტერეოტიპს ამყარებს.

მაგრამ 2018 წელს სოფია გამოდის და მადლობას იხდის Future Investment Initiative-ის პრესკონფერენციაზე, რომელზეც მას საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიანიჭეს, როგორც პირველ რობოტ ქალს.

და რატომაა ადამიანობა საინტერესო?

იმიტომ რომ სოფია შექმნა და იმიტომ რომ ის სწორედ საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა, და წარსდგა უმეტესად მამაკაცთა აუდიტორიის წინაშე, არამარტო ჰიჯაბის გარეშე, საერთოდაც თავღია.

მაგრამ, ტრანსჰუმანისტური ფილოსოფიის მიხედვით, მას შეუძლია იყოს ინივერსალური დედა და ადამიანებს ადამიანობა გადაურჩინოს, სქესის, ეროვნების, რელიგიის და წარმოდგენების მიუხედავად.