Ich_sehe_was__was_du_nicht_siehst__und_das_ist_ein_Insekt
რა საერთო აქვთ მათ?
მწერს და მას, ვინც მწერს.
მწერს წერილს.
წერს წერტილს.
წერით წელზე
წვიმის წკნელი
წითელ წრეებს
წამდაუწუმ
წარწერებით
ხაზავს.
რა სერთო აქვთ მწერს, კედლის თეთრ წრეზე
და წერილს, რომელსაც ის ვერ მწერს, და მხოლოდ ხელის ხმით
ხატავს..
ლელა ჩილინგარიშვილი @chilile79