შენი ხალათი… ლილითი.

შენი ხალათი… ლილითი.

ფერად-ფერადი ღილითი.

წვივზე დაყრილი თითებით

ფრთაკაბიანი ჩიტებით.

თბილწყალჩამდგარი ხნულები

ალისთვალება კვირტები,

თითები დანაჭიდები,

ოფლდაცვარული მინდვრები.

გათლილი ატმის კანებზე

სანდო თითების კვალია.

ხავსმკლავიანი ხალები

შენს ლოდინებში არიან.

მოდი, გახსენი ხალათი

ფერად-ფერადი ღილითი.

წვივზე დაყრილი თითებით

ფრთაკაბიანი დილითი.

ლელა ჩილინგარიშვილი

@chilile79