ნეკა თითის ბალიშში

შეკუმშული სული ხარ!

დიდედების ხალათის ჯიბეების სუნი ხარ!

სველი კოვზის ტყაპუნი ცომის კანზე შენა ხარ!

დაორთქლილი ჭერიდან მრგვალი წვეთის ხელა ხარ!

ამ წვეთშია ოთახი, ნეკა თითი, ცომები,

ამ წვეთშია მსოფლიო, შენად მონანდომები!

@ლელა ჩილინგარიშვილი